8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EWM0PH66 2 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

ბილინგის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები:

GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia.

GDM კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებასა და შიდა ტურებს ქვეყნის მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 14 (სტამბა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინვოისებისა და ტრანზაქციების მონიტორინგი, მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა სისტემებში.
  • მომწოდებლებთან/მყიდველებთან გადახდების გრაფიკის მართვა, ბალანსების შედარება და დავალიანების კონტროლი; ახალი პარტნიორების რეგისტრაცია.
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპტიმიზაცია და მონიტორინგი.
  • მონაწილეობა თვის დახურვის პროცესში და აღრიცხვის ოპერაციების გამართული მსვლელობის მხარდაჭერა.
  • ხელმძღვანელისგან მიღებული მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook).

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის კარგი უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek