ადმინისტრატორი
ესთეტიკური კლინიკა ნოემი აცხადებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებით სამუშაო საათები :10:00-20:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).
ფუნქციები:
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
- სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
- ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
- მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
- ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram
- მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება;
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- გაწონასწორებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დარწმუნების უნარი;
- ორგანიზებული;
- პრეზენტაბელური;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
- მოწესრიგებული და თავაზიანი;
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.