ადმინისტრატორი
ესთეტიკური კლინიკა ნოემი აცხადებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებით სამუშაო საათები:10:00-20:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).
ფუნქციები:
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
** ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.