8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

F170ERN1 26 Ağu tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

m²

არქიტექტორი

Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საპროექტო ტერიტორიის საწყისი ანალიზი პირველადი ფინანსური მოდელისთვის, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქალაქგეგმარებით პარამეტრებთან შესაბამისობის შეფასება;
  • პროექტის შემუშავება ან არსებულის კორექტირება, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
  • საპროექტო ნახაზების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ან პროექტის კორექტირება;
  • მუშა დოკუმენტაციის დამუშავება ან არსებულის შემოწმება/კორექტირება;
  • კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების შესაბამისობის დადგენა;
  • სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებში წარდგენა და ნებართვის მოპოვება, ან პროცესში აქტიური ჩართულობა (მათ შორის ვადების კონტროლი);
  • ნებართვის მოსაპოვებლად ან პირველადი ესკიზური პროექტისთვის საჭირო რენდერების და ფოტომონტაჟის მომზადება;
  • ფინანსების დეპარტამენტისთვის ბიზნეს მოდელის შესაქმნელად GBA, K2, NSA - ფართების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტენდერისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტების მომზადება/მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტისთვის და ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა;
  • სამშენებლო გუნდისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • პროექტის კორექტირებების ანალიზი, ფინანსურ მოდელთან თავსებადობის შეფასება და საჭირო ცვლილებების განხორციელება;
  • ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Archicad/Autocad/Revit/3D Max ან რენდერისთვის საჭირო სხვა პროგრამა);
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "არქიტექტორი".

ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek