9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

F288SJKE 26 Ağu tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 24 Eyl tarihine kadar başvurun

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ პეპელა“ 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, ˮპეპელაˮ 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel , Bruder, Papo და ა.შ.

პოზიცია: კონსულტანტი სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) ადგილმდებარეობა:თბილისი, თბილისი მოლი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

ჩვენთან გელოდებათ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - კომფორტული სამუშაო გარემო; - ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები: - მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; - პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; - სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილების გარეშე ( ადგილზე მოხდება შესწავლა); - მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek