არქიტექტორი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- პროგრამების - ArchiCAD, Photoshop - ცოდნა;
- აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტების ნახაზების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
- არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების კორექტირება;
- სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები, სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა;
- შეთანხმებულ პროექტთან მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობის დადგენა და რეპორტინგი;
- პროექტის შესათანხმებლად საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა; პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის უზრუნველყოფა;
- პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- დროის მართვის უნარი;
- აკურატულობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.10.2026-მდე ელ. მისამართზე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.