სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "გრაფი", რომელიც მდებარეობს ძველ თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
- სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
- სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში (არეალი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ცვლებში, ყოველ მეოთხე დღეს
- კვება უზრუნველყოფილია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- მეგობრულ გარემოს;
- კომფორტულ სამუშაო პირობებს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.