დანადგარის ოპერატორი
"კოლორ პაკი" - არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე დღის ან ღამის ცვლაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge
რისი გაკეთება მოგიწევს?
- საწარმო საუშაოების შესრულება;
- პროდუქციის დათვლა/დახარისხება;
- პროდუქციის ჩალაგება/შეფუთვა;
- დანადგართან მუშაობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა (09:00-18:00), ღამის ცვლა (18:00-09:00)
- სამუშაოს ადგილმდებარობა: ეკატერინე ბაღდავაძის #3
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, კრიალას, ფავორიტის პროდუქციაზე)
- მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას
საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი
დაგვიკავშირდით ნომერზე: 591047998
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.