8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

F7YMCHG1 10 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

თბილისის რძის ქარხანა

თბილისის რძის ქარხანა

SMM სპეციალისტი

Tiflis Yarı zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

თბილისის რძის ქარხანა ეძებს SMM სპეციალისტს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორი კომპანიის სოციალური მედიის მართვაზე.

ერთი კომპანია საქმიანობს წარმოების სფეროში, ხოლო მეორე საქართველოში წარმოადგენს იმპორტირებულ ბრენდებსა და პროდუქციას.

სამუშაო პლატფორმები: Facebook, LinkedIn, Instagram.

ძირითადი მოვალეობები: - ორი კომპანიის სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა და მართვა, განსხვავებული აუდიტორიისა და კომუნიკაციის სტილის გათვალისწინებით. - ყოველთვიური კონტენტ-გეგმის მომზადება. - ტექსტების მომზადება და თითოეულ პლატფორმაზე - კონტენტის ადაპტირება კონკრეტული სოციალური ქსელის ფორმატისა და აუდიტორიის შესაბამისად. - კომპანიის მიერ მოწოდებული ფოტო- და ვიდეომასალების დამუშავება და ადაპტირება. - რუსულენოვანი მასალების ქართულ ენაზე ადაპტირება. - საჭიროების შემთხვევაში მოკლე ვიდეოების მონტაჟი Reels / Shorts ფორმატისთვის. - საწარმოო კომპანიისთვის პროდუქციის, წარმოების პროცესების, საქმიანობის, საწარმოო შესაძლებლობებისა და ბრენდის შესახებ კონტენტის შექმნა. - იმპორტირებული ბრენდებისა და პროდუქციის მიმართულებით ქართველი მომხმარებლისთვის ასორტიმენტის, პროდუქტის უპირატესობების, გამოყენების შესაძლებლობებისა და ბრენდის ღირებულებების გაცნობა და საქართველოში ბრენდების ცნობადობის ზრდა. - კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მონიტორინგი და შეთანხმებული ჩარჩოების ფარგლებში პასუხების გაცემა. - საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოებთან ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობის კოორდინაცია. - საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალური ფოტო- და ვიდეოგადაღების ორგანიზებაში მონაწილეობა. - სოციალური მედიის შედეგების პერიოდული ანალიზი და კონტენტის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

მოთხოვნები: - სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება და შესრულებული პროექტების პორტფოლიო. - ტექსტური და ვიდეოკონტენტის შექმნის გამოცდილება. - ვიდეოს საბაზისო მონტაჟისა და Reels / Shorts ფორმატისთვის ადაპტირების უნარი. - ქართული ენის გამართული ცოდნა და პროფესიონალური ტექსტების მომზადების უნარი. - რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე — რუსულენოვანი მასალის ქართულად ადაპტირებისთვის. - რამდენიმე სოციალური არხისა და ორი განსხვავებული ბიზნესის პარალელურად მართვის უნარი. - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შეთანხმებული ვადების დაცვა. - ფოტო- და ვიდეოგადაღებების ორგანიზება.

სამუშაო ფორმატი: სამუშაო შეიძლება შესრულდეს დისტანციურად;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითოთ SMM სპეციალისტი

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თბილისის რძის ქარხანა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek