9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

F8VHYS1J 9 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა

სივრცის კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾875 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

კონსილიუმ "მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ. სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ანაზღაურება - 875 ლარი (დარიცხული)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკაში შემოსულ პირებთან კომუნიკაცია და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და პაციენტისთვის მიწოდება.
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
  • პაციენტების რიგის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) ჩაითვლება უპირატესად.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია.
  • მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები.
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 9 ოქტომბრამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სივრცის კონსულტანტი".

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კონსილიუმ მედულა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek