ტურ-მენეჯერი
ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს“, რომელიც შემომყვანი (Incoming) ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ეძებს ტურ-მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები: - ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება; - ჯავშნების მიღება და დამუშავება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით; - კომუნიკაცია ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან; - ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია; - ტურის დაწყებამდე ყველა საჭირო სერვისის დროული დაჯავშნა; - ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება; - პროექტის დასრულების შემდეგ გაწეული სერვისების შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ტურისტულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — ზეპირი და წერითი კომუნიკაციის საშუალო დონეზე; - საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ღირსშესანიშნაობების, კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ცოდნა; - MS Office-ის კარგი ცოდნა; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00; შაბათი — ონლაინ მუშაობა; დასვენების დღე — კვირა.
ანაზღაურება: 2300 ₾ — ფიქსირებული ხელფასი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გელოდებით თქვენს CV-ს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.