მზარეული
"ჯინო ველნეს რაბათი" (Gino Wellness Rabati) არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ახალციხის ისტორიული ციხე-სიმაგრის, რაბათის კომპლექსში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის სერვისითა და ველნეს-ცენტრით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დასვენების განსაკუთრებულ გამოცდილებას.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ გახდნენ გამორჩეული გარემოსა და გუნდის ნაწილი.
"ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 5/2 ზე (კვირაში 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება) სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე, სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს მენიუს შესაბამისად კერძებისა და საკვები პროდუქციის მომზადება;
- საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადებისთვის მომზადება;
- კერძების მომზადების ტექნოლოგიისა და რეცეპტურის დაცვა;
- მომზადებული კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი;
- საკვები პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
- სამზარეულოში სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- საკვები პროდუქტების რაციონალური და ეკონომიური გამოყენება;
- შრომის უსაფრთხოებისა და სასტუმროს შიდა წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო პიროვნული უნარები:
- სისწრაფე და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
- კვება
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე ან დარეკეთ ნომერზე
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.