9,067 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FD8X9R4G გამოქვეყნდა 18 სექ 3 ნახვა

ჯინო ველნეს რაბათი

ჯინო ველნეს რაბათი

მზარეული

ჯინო ველნეს რაბათი გარე განცხადება
ახალციხე სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 19 ოქტ

"ჯინო ველნეს რაბათი" (Gino Wellness Rabati) არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ახალციხის ისტორიული ციხე-სიმაგრის, რაბათის კომპლექსში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის სერვისითა და ველნეს-ცენტრით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დასვენების განსაკუთრებულ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ გახდნენ გამორჩეული გარემოსა და გუნდის ნაწილი.

"ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 5/2 ზე (კვირაში 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება) სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე, სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს მენიუს შესაბამისად კერძებისა და საკვები პროდუქციის მომზადება;
  • საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადებისთვის მომზადება;
  • კერძების მომზადების ტექნოლოგიისა და რეცეპტურის დაცვა;
  • მომზადებული კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი;
  • საკვები პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
  • სამზარეულოში სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საკვები პროდუქტების რაციონალური და ეკონომიური გამოყენება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და სასტუმროს შიდა წესების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარები:

  • სისწრაფე და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

  • კვება
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე ან დარეკეთ ნომერზე

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯინო ველნეს რაბათი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა