მიმტანი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
- სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
- სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
- საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
- სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
- საერთაშორისო სტანდარტებისა და რესტორნის შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.