8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G0P0YSZK 28 Ağu tarihinde yayınlandı 60 görüntüleme

ნიუ აუტო მოტორსი

ნიუ აუტო მოტორსი

ესთეტიკის ცენტრის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

ესთეტიკის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე,

ვეძებს მოტივირებულ, კრეატიულ და პასუხისმგებლიან ესთეტიკის ცენტრის მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ახალი ესთეტიკის ცენტრის განვითარებას — დაწყებული სივრცის მომზადებისა და გახსნის პროცესიდან, დასრულებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურ მართვამდე. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას და განავითაროს ახალი მიმართულება, შეუძლია პროცესების დამოუკიდებლად მართვა და აქვს ხედვა, როგორ გახადოს ესთეტიკის ცენტრი წარმატებული და კონკურენტუნარიანი. თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება ცენტრის გახსნის პროცესის კოორდინაციაზე, საჭირო რესურსების ორგანიზებაზე, მომსახურების მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, გუნდის შერჩევასა და მართვაზე, მომხმარებელთა მოზიდვასა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე.

სამუშაოს მოვალეობები - ესთეტიკის ცენტრის გახსნის პროცესის სრულად მართვა; - რემონტის, ინვენტარისა და საჭირო აღჭურვილობის შერჩევის პროცესში მონაწილეობა; - მომსახურების მიმართულებების დაგეგმვა და განვითარება; - თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და გუნდის ფორმირება; - ყოველდღიური სამუშაო პროცესების მართვა და კონტროლი; - მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; - გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებელთა ბაზის განვითარებაზე მუშაობა; - სოციალური ქსელებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა; - ფინანსური შედეგების, ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი; - მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ესთეტიკის, სილამაზის, ავტოესთეტიკის, მომსახურების ან მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); - გუნდის მართვისა და პროცესების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - კრეატიული აზროვნება და განვითარების ხედვა; - პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ - საინტერესო შესაძლებლობას ახალი მიმართულების შექმნასა და განვითარებაში; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე- +995 577 20 92 92 / +995 577 22 44 55

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნიუ აუტო მოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek