9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G15XTD6W 31 Ağu tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ჯეო ტექნიკსი

ჯეო ტექნიკსი

სტაჟირება - მექანიკოსი

Tiflis Staj Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეცტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.

მათ, ვისაც აინტერესებს ტექნიკა ან/და სურს ახალი პროფესიის შესწავლა, კომპანია გთავაზობთ სტაჟირებას მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილი #142

საკითხები, რომელშიც ჩართული იქნება სტაჟიორი:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (JCB; მობილური ამწეები; სასაწყობე დამტვირთველი და ა.შ.) მუშაობის პრინციპის შესწავლა, დიაგნოსტიკა;
  • კომპანიის სარგებლობაში არსებული ტექნიკის შეკეთება/გამართულობაზე ზრუნვა;
  • ტექნიკისთვის რეგულარული სერვისების ჩატარება

ძირითადი მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ბენეფიტები:

  • სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
  • სტაჟირების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: სტაჟირება - მექანიკოსი.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯეო ტექნიკსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek