8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G3CKTCWA 21 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ვიტო

ვიტო

კონსულტანტი

ვიტო Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1250–1550 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ვიტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "ვიტო" არის "სამშენებლო-სარემონტო მასალების, საცალო-საბითუმო სარეალიზაციო" კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 1999 წლიდან.

ლოკაცია: ქ. ქუთაისი ირ.აბაშიძის 21ა სამუშაო გრაფიკი: ხუთი (5) სამუშაო დღე; სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 09:00 - 18:00 სთ; შესვენების დრო: 1 (ერთი) სთ;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამორჩეულ კორპორატიულ კულტურას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • ემპათიურ დამოკიდებულებას;
  • მაღალ უკუკავშირს;
  • ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო; Day off.
  • ანაზღაურება საათობრივი (160 სთ- ნორმირებული ტარიფით, დამატებითი საათების ანაზღაურება ხდება ზეგანაკვეთური ტარიფით. ნორმირებული ტარიფის 1, 25 კოეფიციენტით) 1250-1550₾

ჩვენთან კარგა ხანია დაიმსხვრა მითი, "გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად" ამიტომ, მთავარია იყოთ მოტივირებული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე, მოდით ჩვენთან და აქ დაგხვდებათ: ძლიერი, პროფესიონალი, კვალიფიციური, დიდი ოჯახი. გპირდებით ჩვენთან დაეუფლებით არა მარტო სამუშაო სპეციფიკას . გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შანსი მუდამ არ გეძლევათ. მთავარია მოინდომოთ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შესწავლა მისი მახასიათებელი თვისებებით;
  • მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
  • პროდუქციის მიღებასა და აღწერაში მონაწილეობა;
  • ზედა რგოლის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ (ღონისძიებები, შეხვედრები, თათბირები, ივენთები, კორპორატიული საღამოები, ტრენინგები) -ში მონაწილეობის მიღება;

პიროვნული კომპეტენციები:

  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • კომპანიის მიმართ ლოიალურობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე, შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირება;

P.S თუ ზემოთ მოცემული პირობები თქვენთვის მისაღებია, მაშინ დამიკავშირდით და ძირეულად დეტალები ერთად გავიაროთ. ჩვენ მზად ვართ!

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 21/10/2026.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე.

კომპანია "ვიტო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცემულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაურთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვიტო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek