ადმინისტრაციის ასისტენტი
19 Kas tarihinde yayınlandı (16 gün kaldı) 5 Ara tarihine kadar başvurun
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. ანაზღაურება გაიცემა მხარეთა შეთანხმებისა და გამოცდილების საფუძველზე.
ადმინისტრაციის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნაB1/B2 დონეზე;
- ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი სამუშაოს აღწერილობა
- რექტორის ყოველდღიურ საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის მართვა;
- რექტორის შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის წარმოება, აკადემიის სტუმრების მიღება და საჭირო საკითხების კოორდინაცია;
- აკადემიის ოფისის გამართული მუშაობის მხარდაჭერა (ტექნიკური უზრუნველყოფა, მოქალაქეებთან და აკადემიის მსმენელებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და ადრესატებისთვის გადაცემა და სხვა);
- აკადემიის გუნდთან ერთად შეხვედრების, ვიზიტების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
- აკადემიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
პიროვნული თვისებები
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივის გამოხატვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
განმცხადებელმა ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნოს მისამართზე.
გთხოვთ საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციის ასისტენტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი. შერჩევის პროცესი შედგება განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრებისგან.
გასაუბრება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში. აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.