გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G5VT196X გამოქვეყნდა 19 ნოე 2 ნახვა

ადმინისტრაციის ასისტენტი

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 16 დღე) ბოლო ვადა: 5 დეკ

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. ანაზღაურება გაიცემა მხარეთა შეთანხმებისა და გამოცდილების საფუძველზე.

ადმინისტრაციის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნაB1/B2 დონეზე;
  • ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი სამუშაოს აღწერილობა

  • რექტორის ყოველდღიურ საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის მართვა;
  • რექტორის შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის წარმოება, აკადემიის სტუმრების მიღება და საჭირო საკითხების კოორდინაცია;
  • აკადემიის ოფისის გამართული მუშაობის მხარდაჭერა (ტექნიკური უზრუნველყოფა, მოქალაქეებთან და აკადემიის მსმენელებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და ადრესატებისთვის გადაცემა და სხვა);
  • აკადემიის გუნდთან ერთად შეხვედრების, ვიზიტების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • აკადემიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა

პიროვნული თვისებები

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივის გამოხატვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

განმცხადებელმა ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნოს მისამართზე.

გთხოვთ საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციის ასისტენტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი. შერჩევის პროცესი შედგება განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრებისგან.

გასაუბრება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში. აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა