9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G87RR0B1 10 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

სმოტორსი

სმოტორსი

პრისეილერი/სავაჭრო აგენტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით კახეთის რეგიონებში.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გაყიდვების ქსელის განვითარება რეგიონულ დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგიონში არსებული ავტო-სერვისების, სერვის ცენტრების, ხელოსნების და ავტონაწილების მაღაზიების აქტიური მონახულება (მარშრუტის მიხედვით).
  • კომპანიის პროდუქციის (ბრენდული ავტონაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზები) პრეზენტაცია და გაყიდვა.
  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
  • შეკვეთების მიღება, გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია.
  • ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი, მოთხოვნადი ნაწილების/ზეთების იდენტიფიცირება და ასორტიმენტის სწორად შეთავაზება.
  • კლიენტების დებიტორული დავალიანებების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) მკაცრი კონტროლი.
  • კონკურენტების ფასების, აქციებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება ავტონაწილების ან ზეთების გაყიდვებში).
  • ავტონაწილების ჯგუფებისა და საცხებ-საპოხი მასალების სპეციფიკაციის საბაზისო ცოდნა.
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
  • მოლაპარაკებების წარმოების, არგუმენტირებული მსჯელობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი.
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად მუშაობისა და რეგიონში ხშირი გადაადგილების მზაობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით).
  • საწვავით უზრუნველყოფა;
  • კორპორაციულ მობილურ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: სავაჭრო აგენტი/პრისეილერი კახეთის მიმართულებით

კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სმოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek