დისპეტჩერი
საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენება; მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის გზავნილის აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად;
- ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
- საკურერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური რეპორტინგი;
- ამანათების დასტიკერების/დანათების პროცესის მონიტორინგი;
- გზავნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში;
- მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან;
- მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისპეტჩერი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.