← Tüm iş ilanları

GBQSRC5E 17 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

პროდუქტისა და ოპერაციების ასისტენტი

ტექზი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür Orijinal ilana devam edin ↗

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

"TECHZY" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებპლატფორმებსა და AI-ზე დაფუძნებულ ციფრულ პროდუქტებს.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ პროდუქტისა და ოპერაციების ასისტენტს, რომელიც უშუალოდ ითანამშრომლებს კომპანიის პროდუქტის ხელმძღვანელთან (CPO) და ჩაერთვება როგორც პროდუქტების განვითარების, ისე ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მხარდაჭერაში.

ეს არის მრავალფეროვანი და დინამიკური პოზიცია, სადაც სამუშაო ამოცანები კომპანიისა და პროექტების მიმდინარე საჭიროებების მიხედვით იცვლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწრაფად აითვისოს ახალი საკითხები, მოერგოს განსხვავებულ ამოცანებს და პასუხისმგებლობით მიუდგეს მათ შესრულებას.

რას გააკეთებთ

  • CPO-ს ყოველდღიური სამუშაო პროცესებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაში დახმარება;
  • დავალებების მიმდინარეობის, ვადებისა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
  • პროდუქტის, დიზაინის, დეველოპმენტისა და QA გუნდებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;
  • კომპანიის ციფრული პროდუქტების ადმინისტრაციულ სისტემებში (CMS/Admin Panel) მუშაობა და შესაბამისი ოპერაციული დავალებების შესრულება;
  • საჭიროების მიხედვით მომხმარებელთა მხარდაჭერის (Customer Support) პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია;
  • ახალი ფუნქციონალის შესწავლაში, ტესტირებასა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
  • დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში დახმარება;
  • კომპანიის მიმდინარე საჭიროებების შესაბამისად, სხვა პროდუქტიულ და ოპერაციულ ამოცანებში ჩართულობა.

ვის ვეძებთ

  • ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ კანდიდატს;
  • ადამიანს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე განსხვავებულ დავალებაზე პარალელურად მუშაობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • კანდიდატს, რომელიც სწრაფად სწავლობს, დამოუკიდებლად აზროვნებს და არ ერიდება ახალი პასუხისმგებლობების აღებას;
  • ადამიანს, რომელსაც აქვს ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების მიმართ ინტერესი;
  • კანდიდატს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და საოფისე პროგრამებს.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ტექნოლოგიურ კომპანიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Jira-ს, ClickUp-ის, Notion-ის ან მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა;
  • CMS/Admin Panel სისტემებთან ან მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.

რას გთავაზობთ

  • მრავალფეროვან სამუშაოს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტებზე;
  • უშუალო თანამშრომლობას კომპანიის პროდუქტის ხელმძღვანელთან (CPO);
  • პრაქტიკული გამოცდილების მიღებას პროდუქტისა და ოპერაციული პროცესების მართვაში;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00;
  • სამუშაო ფორმატს: ოფისიდან, თბილისი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jobs.techzy.app/apply/0xzJ8KTuzOrU

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz