პროდუქტისა და ოპერაციების ასისტენტი
Опубликовано 17 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 17 дек
"TECHZY" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებპლატფორმებსა და AI-ზე დაფუძნებულ ციფრულ პროდუქტებს.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ პროდუქტისა და ოპერაციების ასისტენტს, რომელიც უშუალოდ ითანამშრომლებს კომპანიის პროდუქტის ხელმძღვანელთან (CPO) და ჩაერთვება როგორც პროდუქტების განვითარების, ისე ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მხარდაჭერაში.
ეს არის მრავალფეროვანი და დინამიკური პოზიცია, სადაც სამუშაო ამოცანები კომპანიისა და პროექტების მიმდინარე საჭიროებების მიხედვით იცვლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწრაფად აითვისოს ახალი საკითხები, მოერგოს განსხვავებულ ამოცანებს და პასუხისმგებლობით მიუდგეს მათ შესრულებას.
რას გააკეთებთ
- CPO-ს ყოველდღიური სამუშაო პროცესებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციაში დახმარება;
- დავალებების მიმდინარეობის, ვადებისა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
- პროდუქტის, დიზაინის, დეველოპმენტისა და QA გუნდებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- კომპანიის ციფრული პროდუქტების ადმინისტრაციულ სისტემებში (CMS/Admin Panel) მუშაობა და შესაბამისი ოპერაციული დავალებების შესრულება;
- საჭიროების მიხედვით მომხმარებელთა მხარდაჭერის (Customer Support) პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია;
- ახალი ფუნქციონალის შესწავლაში, ტესტირებასა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში დახმარება;
- კომპანიის მიმდინარე საჭიროებების შესაბამისად, სხვა პროდუქტიულ და ოპერაციულ ამოცანებში ჩართულობა.
ვის ვეძებთ
- ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ კანდიდატს;
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე განსხვავებულ დავალებაზე პარალელურად მუშაობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- კანდიდატს, რომელიც სწრაფად სწავლობს, დამოუკიდებლად აზროვნებს და არ ერიდება ახალი პასუხისმგებლობების აღებას;
- ადამიანს, რომელსაც აქვს ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების მიმართ ინტერესი;
- კანდიდატს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და საოფისე პროგრამებს.
უპირატესობად ჩაითვლება
- ტექნოლოგიურ კომპანიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Jira-ს, ClickUp-ის, Notion-ის ან მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა;
- CMS/Admin Panel სისტემებთან ან მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.
რას გთავაზობთ
- მრავალფეროვან სამუშაოს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტებზე;
- უშუალო თანამშრომლობას კომპანიის პროდუქტის ხელმძღვანელთან (CPO);
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას პროდუქტისა და ოპერაციული პროცესების მართვაში;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00;
- სამუშაო ფორმატს: ოფისიდან, თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jobs.techzy.app/apply/0xzJ8KTuzOrU