8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GEHHCXYZ 10 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე სარესტორნო მიმართულებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შესყიდვების, რეალიზაციისა და სასაქონლო მოძრაობის აღრიცხვა;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისა და დავალიანებების კონტროლი;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • სალაროსა და საბანკო ოპერაციების წარმოება/კონტროლი;
  • ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
  • RS.ge-ზე შესაბამისი ოპერაციების წარმოება;
  • თანამშრომელთა ხელფასებისა და შესაბამისი დარიცხვების აღრიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა;
  • თვის დახურვისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • რესტორნის Food Cost-ის, თვითღირებულებისა და ჩამოწერების კონტროლი;
  • მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილოებელია რესტორანში, კვების ობიექტში ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • RS.ge-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კახური ტრადიციული მეღვინეობა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek