8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GK27EVAQ 31 Ağu tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

კარდიოლოგიური კლინიკა გული

კარდიოლოგიური კლინიკა გული

ექიმი-ინტერვენციული კარდიოლოგი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ინტერვენციული კარდიოლოგის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

სამუშაოს მოკლე აღწერა: ინვაზიური, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურების ჩატარება (კორონარული ანგიოგრაფია, კორონალური სტენტირება). კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევების დიაგნოსტიკა; კორონარული არტერიების, აგრეთვე სხვა სისხლძარღვების დაზიანების სიმძიმის შეფასება; პაციენტების პრე- და პოსტ-პროცედურულ პერიოდებში მართვა; დაავადების ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით ყოველ კონტრეტულ შემთხვევაში მედიკამენტური, ინტერვენციული თუ ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი შედეგების შედარებითი ანალიზის ჩატარება. პაციენტებთან და მათ ახლობლებთან, აგრეთვე სხვა ექიმებთან, კონკრეტულ პაციენტისათვის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის თაობაზე ახსნა-განმარტებების მიცემა; სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი და დროული წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; - სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა; - თანამედროვე ანგიოგრაფიულ აპარატურასთან და საოპერაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება; - მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ექიმი ინტერვენციონისტის პოზიციაზე სასურველია; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე.

სხვა უნარ-ჩვევები: - ეფექტრური კომუნიკაციის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - სიახლეების ათვისების უნარი; - მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 35 საათი, ორშაბათი-პარასკევი და გამოძახებები საჭიროების შემთხვევაში;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. მანგაძის ქ. N3

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს გამოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს https://guli.selfrecruit.ge/s/Hdt7

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კარდიოლოგიური კლინიკა გული
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek