8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GK36YT4H 16 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

თბილისის რძის ქარხანა

თბილისის რძის ქარხანა

ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 14 Eki tarihine kadar başvurun

თბილისის რძის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები: - საცალო ქსელებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა და განვითარება. - გაყიდვების, შემოსავლისა და კლიენტების მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება. - ფასების, ასორტიმენტის, ლისტინგის, პრომოაქციების, ბონუსებისა და სხვა კომერციული პირობების შეთანხმება. - კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებებისა და განვითარების გეგმების მომზადება. - საცალო ქსელებში პროდუქციის ლისტინგისა და ახალი პროდუქტების გაშვების კოორდინაცია. - გაყიდვების შედეგების ანალიზი კლიენტების, კატეგორიებისა და SKU-ების მიხედვით. - გაყიდვების პროგნოზებისა და პრომოაქტივობების დაგეგმვა. - პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ასორტიმენტისა და ფასების კონტროლი სავაჭრო ქსელებში. - ხელშეკრულებების, გადახდებისა და დებიტორული დავალიანების კონტროლი. - მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდებთან თანამშრომლობა. - კლიენტებთან რეგულარული შეხვედრებისა და ბიზნესმიმოხილვების ჩატარება. - სავაჭრო ობიექტების პერიოდული მონახულება თბილისში და რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - Key Account Management-ის ან B2B გაყიდვების შესაბამისი გამოცდილება. - სუპერმარკეტების ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - საქართველოს საცალო ბაზრის ცოდნა. - ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. - კომერციული და ანალიტიკური აზროვნება. - ERP ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული ჩაითვლება უპირატესობად. - FMCG-ის, საცალო ვაჭრობის ან დისტრიბუციის სფეროში გამოცდილება სასურველია. - საკუთარი ავტომობილი და მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა. - რამდენიმე სტრატეგიული კლიენტის ერთდროულად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზუმე მისამართზე სათაურში მიუთითეთ KEY ACCOUNT MANAGER

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თბილისის რძის ქარხანა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek