დიასახლისი
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00 ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების დალაგება და წესრიგის დაცვა
- სისუფთავისა და კომფორტის უზრუნველყოფა დანერგილი სტანდარტების შესაბამისად
- თეთრეულის, პირსახოცებისა და აღჭურვილობის მოწესრიგება და მოვლა
- სტუმრების დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფა (ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცები და სხვა)
- უსაფრთხოების და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
- დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზორთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სისუფთავისა და წესრიგისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე 598350069
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.