8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GSD4W07R 3 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

ფეთვერსი

ფეთვერსი

პრისეილერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ფეთვერსი" წარმოადგენს Farmina, M-Pets, Hermos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.

პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-18:30 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება - შეთანხმებით
  • კომპანია უზრუნველყოფს საწვავს
  • გამოსაცდელი ვადა 3 თვე
  • 3 თვის შემდეგ დაზღვევის ჩართვა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • სავალდებულოა გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სავალდებულოა პირადი ავტომობილის ყოლა
  • სასურველია FMCG / დისტრიბუციის / pet პროდუქციის სფეროში გამოცდილება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების განვითარების უნარი;
  • შედეგზე და გაყიდვების მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ქსელის მართვა;
  • ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • პოკეტში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფეთვერსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek