8,951 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GSRBF362 3 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

Carexpress

Carexpress

პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი

Carexpress Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

"ქარექსპრესი"-ის გუნდში ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს, რომლის მთავარი მიმართულება იქნება პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება/შერჩევა/შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებიდან და მათი გაყიდვების პროცესის მართვა.

ლოკაცია: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 დასვენების დღე: შაბათი, კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

ძირითადი მოვალეობები:

  • პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება, შერჩევა და შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებზე;
  • მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი ავტომობილის შეთავაზება;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
  • ავტომობილის მდგომარეობის, ფასისა და აუქციონის პირობების შეფასება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირება;
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრემიუმ კლასის გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
  • ავტომობილების მიმართ ინტერესი და ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუქციონებთან ან ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • პრემიუმ კლასის ავტომობილებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
  • Fitpass- ით სარგებლობის შესაძლებლობას
  • კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Carexpress
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek