ბილინგის სამსახურის სპეციალისტი
შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გაინტერესებს ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარება — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებებისა და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციისა და მომსახურებების სისწორის გადამოწმება;
- სადაზღვევო კომპანიებისთვის წარსადგენი შემთხვევების დამუშავება;
- სადაზღვევო მოთხოვნების, ანგარიშებისა და ინვოისების მომზადება;
- სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი;
- ბილინგის მონაცემების შესაბამის პროგრამებში ასახვა;
- გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და კორექტირება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
- ბილინგის, დაზღვევის, ფინანსების ან ჯანდაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ჯანდაცვის პროგრამებსა და/ან სახელმწიფო პორტალებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების საბაზისო ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბილინგის სამსახურის სპეციალისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.