← Tüm iş ilanları

GYBT899S 18 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

პრისეილ კონსულტანტი

₾2000 / ay Oturum açın ve başvurun

18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun

"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილ კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები

  • შოურუმში მომხმარებელთა მომსახურება: შოურუმში მოსული მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა და ოპტიმალური მოდელების შერჩევა;
  • სატელეფონო კონსულტირება: შემომავალ ზარებზე ოპერატიული რეაგირება, მომხმარებლისთვის კვალიფიციური ტექნიკური რჩევის მიცემა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა;
  • ელექტრონული მოთხოვნების დამუშავება: ელ-ფოსტაზე შემოსული განაცხადების ანალიზი, შესაბამისი პროდუქციის (ან ალტერნატიული მოდელების) შერჩევა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაგზავნა;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: გაყიდვების მენეჯერების დახმარება პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებასა და მოდელების შედარებაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან არასრული ტექნიკური განათლება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და ბენეფიტები

  • ანაზღაურება: 2000 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროდუქციის შემსწავლელი შიდა ტრენინგები;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42 — "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
  • სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
  • შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება — "პრისეილ კონსულტანტი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz