პრისეილ კონსულტანტი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილ კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/
ძირითადი მოვალეობები
- შოურუმში მომხმარებელთა მომსახურება: შოურუმში მოსული მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა და ოპტიმალური მოდელების შერჩევა;
- სატელეფონო კონსულტირება: შემომავალ ზარებზე ოპერატიული რეაგირება, მომხმარებლისთვის კვალიფიციური ტექნიკური რჩევის მიცემა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა;
- ელექტრონული მოთხოვნების დამუშავება: ელ-ფოსტაზე შემოსული განაცხადების ანალიზი, შესაბამისი პროდუქციის (ან ალტერნატიული მოდელების) შერჩევა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაგზავნა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: გაყიდვების მენეჯერების დახმარება პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებასა და მოდელების შედარებაში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან არასრული ტექნიკური განათლება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება და ბენეფიტები
- ანაზღაურება: 2000 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროდუქციის შემსწავლელი შიდა ტრენინგები;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42 — "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება — "პრისეილ კონსულტანტი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.