მზარეული
Food Lab by Loomba არის ჯანსაღი კვების კაფე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ჯანსაღ და თანამედროვე გემოვნებაზე მორგებულ მენიუს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტი, სასიამოვნო გარემო და გამორჩეული მომსახურება. ვეძებთ მზარეულის პოზიციაზე მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს.
რა იქნება თქვენი მოვალეობა?
- მენიუში არსებული კერძების, სენდვიჩებისა და სხვა პროდუქტების მომზადებაში მონაწილეობა;
- ინგრედიენტების წინასწარი დამუშავება და მომზადება;
- რეცეპტურისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
- პროდუქციის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
ვის ვეძებთ?
- სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და დისციპლინის უნარი.
რას გთავაზობთ?
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
- ანაზღაურება: 1, 500 ლარი (Net);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი შანიძის ქ. 10.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხარისხიან მომსახურებაზე ხართ ორიენტირებული და გსურთ განვითარებად გუნდში მუშაობა, შემოგვიერთდი
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები "ლუმბას" მიერ დამუშავდეს ვაკანსიის შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაკავშირებას შევძლებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.