9.768 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

H80JHA6Z 20 Eki tarihinde yayınlandı 12 görüntüleme

ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტში

Ecovis Georgia Dış ilan
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • საბაზისო განათლება ფინანსებში (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • პროაქტიურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე. Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz