8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

HJF659PK 10 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი

უნივერსალური ტექნიკოსი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾2500 / ay 11 Eki tarihine kadar başvurun

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის. "ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;
  • ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;
  • წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;
  • პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ასახვა);
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროში.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება: 2500 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უნივერსალური ტექნიკოსი".

კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბენე კომფორტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek