8915 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HJF659PK გამოქვეყნდა 10 სექ 5 ნახვა

ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი

უნივერსალური ტექნიკოსი

ბენე კომფორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;

** ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;

** წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;

** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;

** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;

** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ასახვა);

** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;

** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

** სამუშაო ადგილი: თბილისი;

** ანაზღაურება: 2500 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უნივერსალური ტექნიკოსი".

კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბენე კომფორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა