ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი
"ვი ჯი ეს ნეთვორქი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: სამტრედია ანაზღაურება: 1300ლ (+ბონუსი და ავტომობილის იჯარა)
ჩვენ გთავაზობთ
- შესრულებული სამუშაოს მიხედვით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
- პროფესიულ განვითარებას და ტექნიკურ სწავლებას;
- საჭირო სამუშაო ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალაცია;
- IP ტელევიზიის ინსტალაცია;
- დაზიანების დროული და სწორი იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა
- ოპტიკური ბოჭკოს შედუღება (Fusion Splicing);
- ოპტიკური ხაზის სიმძლავრის გაზომვა და დიაგნოსტიკა;
- საჭიროების შემთხვევაში wi-fi და ანდროიდ სმარტ ტვ ბოქსების კონფიგურაცია;
- შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება;
- კომპანიის ტექნიკური სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესები დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Fusion Splicer-თან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია FTTH/GPON ქსელის საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური აზროვნება და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და აბონენტებთან სწორად ურთიერთობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
- საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა — აუცილებელია.
- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტალატორს უწევს სხვადასხვა მისამართზე გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია საკუთარი ავტომობილის არსებობა.
- საწვავის/ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი ტექნიკური გუნდის წევრი!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.