9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

1B8KBKX2 16 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ბეკო

ბეკო

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსი

ბეკო Dış ilan
Batum Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!

"ბეკო" აცხადებს ვაკანსიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით სამუშაო საათები: სრული გრაფიკი

ზოგადი მოთხოვნები:

  • პროფესიული და/ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა "B" მექანიკა

ძირითადი მოვალეობები:

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის (სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, გამათბობლის ...) ელექტრო ან მექანიკური დაზიანებების დადგენა და აღმოფხვრა;
  • ტექნიკური მენეჯერისთვის შესაკეთებელი პროდუქციის და სათადარიგო ნაწილების შესახებ რეპორტის გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მეილზე

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.

ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბეკო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek