მერჩენდაიზერი
"Green & Purple Georgia" არის სწრაფად მზარდი FMCG დისტრიბუციის კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Del Monte და FIT (Grüne Kraft). კომპანია ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის პრემიუმ სასმელებსა და ეკო-საყოფაცხოვრებო პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით, რითეილ ქსელებში, HORECA სექტორში და თანამედროვე სავაჭრო არხებში.
ჩვენი კომპანია განაგრძობს სტაბილურ ზრდას და გუნდში ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ მერჩენდაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელების შეუფერხებელ მართვას.
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
მარაგებისა და შეკვეთების მართვა:
- სავაჭრო ობიექტებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
- პროდუქციის შეკვეთების დროული და ეფექტური განთავსება.
- მიწოდებული პროდუქციის დროული განთავსება თაროზე.
მერჩენდაიზინგი და ფასების კონტროლი:
- თაროზე სარეკომენდაციო ფასების სიზუსტის რეგულარული შემოწმება.
- მარკეტინგული აქტივობების მართვა: ფასდაკლებების და "ყვითელი" ფასმაჩვენებლების დროული, სწორი განთავსება.
- პროდუქციის განლაგების (ფეისები) კონტროლი.
კომუნიკაცია და ანალიზი:
- მჭიდრო კოორდინაცია ობიექტების მენეჯერებთან, დისტრიბუციის გუნდთან და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
- კონკურენტების ფასებისა და ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი კვლევა.
- პრომო აქციების გაშვების კონტროლი და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა.
- პერიოდული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
- სამუშაო პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო FMCG ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას
- თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს,
- კარიერულ ზრდას,
- დინამიკურ სამუშაოს,
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს
ინფორმაცია ჩვენი ბრენდების შესახებ:
- https://www.instagram.com/delmonte_georgia
- https://www.instagram.com/grunekraftgeo
დაინტერესებული პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე.
სათაურის ველში მიუთითეთ: Merchandiser.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.