უმცროსი ექიმი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
- ჩვენთან მიღებული ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ კანდიდატი მიიღებს კლინიკის შიდა რეზიდენტურაში ჩაბარების უპირატესობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- აკურატულობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 14.10.2026-მდე ელ. მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.