ღამის ცვლის კონდიტერი / კონდიტერის დამხმარე
კაფე-საკონდიტროების ქსელი "ლაიმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონდიტერისა და კონდიტერის დამხმარეს პოზიციაზე.
ღამის ცვლის კონდიტერი
ანაზღაურება: ცვლაში 100 ლარი სამუშაო საათები: 22:00-დან 08:00-მდე. თვეში 15 სამუშაო დღე (შესაძლებელია მეტ სამუშაო დღეზეც შეთანხმება)
ძირითადი მოვალეობები: - დადგენილი რეცეპტების, სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის მომზადება; - პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება - ბისკვიტების და ფირფიტების ცხობის გამოცდილება სავალდებულოა. - კრემების მომზადების გამოცდილება სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ენერგიულობა;
კონდიტერის დამხმარე
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; სამუშაო საათები: 09:00-19:00 ან 08:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება: 1300 ლარი + კვება
მოთხოვნები: - საკონდიტრო პროდუქტების ელემენტარულ დონეზე ცოდნა - ენერგიულობა - ორგანიზებულობა და დისციპლინა; - გუნდში მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირების უნარი; - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები: - კონდიტერის დავალებითა და მეთვალყურეობით საკონდიტრო პროდუქტის მომზადება - კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და დანიშნულების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.