İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

J0N487SS 12 Kas tarihinde yayınlandı 4 görüntüleme

საოპერაციოს მედდა

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

Görüşülür 19 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun
Resmi sözleşme · ilanda

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს მედდის პოზიციაზე. “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი” ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები

  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება;
  • საექთნო დოკუმენტაციის წარმოება (საექთნო ჩანაწერების სწორად, დროულად და ხარისხიანად წარმოება);
  • სხვადასხვა ელექტრონულ მოდულებში მუშაობა;
  • ხარჯთაღრიცხვის წარმოება დადგენილი პროცედურის მიხედვით: თავის სამუშაო საათებში გაწეული ხარჯის სწორად დაფიქსირება;
  • სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებთან მუშაობა;
  • ოპერაციის დაწყებამდე საოპერაციო დარბაზში არსებული აპარატურის და ინვენტარის შემოწმება;
  • საოპერაციო ბლოკში ოპერაციისთვის საჭირო ქირურგიული იარაღის (სპეციფიკიდან გამომდინარე), მედიკამენტის და სახარჯი მასალის მომზადება;
  • პაციენტის მიღება და მოთავსება საოპერაციო მაგიდაზე ოპერაციისათვის საჭირო პოზიციაზე;
  • ოპერაციის ხარისხიანი მართვა ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად;
  • ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმის ასისტირება;
  • ოპერაციის მიმდინარეობის დროს საოპერაციო გუნდის ზედამხედველობა კონტროლი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან;
  • პაციენტის ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიული ანალიზისთვის;
  • ოპერაციის შემდეგ იარაღის დახარისხება, აღწერა მედდის დამხმარესთან ერთად;
  • სამედიცინო სახარჯი მასალის, ინვენტარის, და აპარატურისა სწორი მოხმარება/მოვლა;
  • ქირურგიული იარაღების შენახვა მოხმარებაზე პასუხიმგებლობა უფროს მედდასთან ერთად;
  • კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა;
  • ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება გადაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სპეციალიზებული საშუალო განთლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2026 დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში. 5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz