9.881 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

J3AYH5JC 20 Eki tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარე

Oturum açın ve başvurun
Görüşülür 21 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

სამორინე "ეკლიფსი" აცხადებს ვაკანსიას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარეს (კაზინოში) პოზიციაზე ქ. ბათუმში.

მოვალეობები:

  • ნაღდი ფულის მიღება, გაცემა და გაცვლა;
  • სალაროს დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლიენტების კონსულტაცია;
  • სალაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ან საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სალაროს ოპერაციებისა და პროგრამების ცოდნა;
  • სალაროს დისციპლინის წარმოების წესების ცოდნა;
  • ვალუტის გაცვლის წესების ცოდნა;
  • საკასო აპარატთან და POS ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვალუტის დამუშავება: ბანკნოტების ავთენტურობისა დადგენის უნარი;
  • ფულადი გზავნილების განხორციელების, კლიენტებისთვის სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა/დახურვის გამოცდილება (სასურველია);
  • დღის და ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღება და სიზუსტე: მაღალი კონცენტრაცია, ზედმიწევნითობა თანხების დათვლისას;
  • პასუხისმგებლობა: სრული ფინანსური პასუხისმგებლობის აღების სურვილი;
  • კომუნიკაციის უნარები: თავაზიანობა;
  • დისციპლინა: სუბორდინაციის დაცვა, პუნქტუალურობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას კომპანიის ხარჯზე.

ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz