მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის (ღამის აუდიტის) პოზიციაზე.
კვირაში 4 სამუშაო დღე (40 საათი) ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სრული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ჯავშნების, გადახდებისა და სტუმრის ანგარიშების მართვა და სიზუსტის კონტროლი;
- ღამის აუდიტის პროცედურების შესრულება, ფინანსური ანგარიშების დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სტუმრების მოთხოვნებსა და საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაჭრა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შიდა ინფორმაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული უნარ ჩვევები:
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება გისურვებთ წარმატებებს.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.