Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

JCNJBSKE 17 Kas tarihinde yayınlandı 18 görüntüleme

მცირე ზომის მაღაზიის მენეჯერი

Carrefour Georgia Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

Sigorta · ilanda

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში მცირე ზომის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები

  • კომპანიის გაყიდვების კონცეფციის დანერგვა მაღაზიაში;
  • მაღაზიის გეგმის, ბიუჯეტის და სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომელთა ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა და მოტივაცია;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი და სარეკლამო იმიჯის გაზრდა;
  • ფასების, პროდუქციის ხარისხის და მომსახურების დონის კონტროლი;
  • მაღაზიის ოპერირების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი;
  • მომგებიანობისა და გაყიდვების ბრუნვის გაზრდა;
  • განყოფილებებს შორის კვლევების წარმოება კომერციული ეფექტურობის გასაზრდელად;
  • მომწოდებლებთან რეგულარული თანამშრომლობა;
  • მაღაზიაში ჰიგიენის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • აქტიური რეპორტინგი კომპანიის საოპერაციო მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • რითეილ სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდის მართვა;
  • მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა;
  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კვარტალური ბონუსი;
  • 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
  • 20% ფასდაკლება კვებაზე;
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მცირე ზომის მაღაზიის მენეჯერი - თბილისი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს" (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებფორმის საშუალებით: Privacy Webform. ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე;

განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით (მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად.

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz