8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

JEYXPWRG 25 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

Go-Playgrounds

Go-Playgrounds

წარმოების ინჟინერი

Go-Playgrounds Dış ilan
Rustavi Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
  • პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
  • სამუშაო ნახაზების დაგეგმვა;
  • მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საინჟინრო დეპარტამენტთან
  • კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა
  • პასუხისმგებლობის აღება, კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრასა და შენარჩუნებაზე.
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების განყოფილებისთვის;
  • ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სწორად შენახვა.
  • გაკონტროლება შესაბამისი შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის.
  • წარმოების ეფექტური დაგეგმვა;
  • სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
  • წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლოს მიმართულებით;
  • AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლიდერობის უნარი
  • თავდაჯერებულობა
  • ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ინჟინერი

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Go-Playgrounds
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek