მცირე ბიზნესის ბანკირი - თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:
- მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
- მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები: - მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
- მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი, 2026 წელი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.