8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

JSH2ZFZY 27 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი

კაფეტერიის მზარეული

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾1500–2000 / ay 28 Eyl tarihine kadar başvurun

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.

"ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • კაფეტერიის მენიუთი გათვალისწინებული კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • კერძების დროული მომზადება, გაფორმება და გაცემისთვის მომზადება;
  • პროდუქციის გემოს, ხარისხის, ვიზუალური მხარისა და პორციების კონტროლი;
  • ნედლეულის მიღება, ვარგისიანობის შემოწმება და სწორად შენახვა;
  • მარაგების კონტროლში მონაწილეობა და პროდუქციის რაციონალურად გამოყენება;
  • სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძირითადი კულინარიული ტექნიკებისა და კერძების მომზადების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • დატვირთულ გარემოში სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;
  • სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ხელზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ტრანსპორტირება თბილისიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "კაფეტერიის მზარეული".

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვილა მოსავალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek