8601 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JSH2ZFZY გამოქვეყნდა 27 აგვ 26 ნახვა

ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი

კაფეტერიის მზარეული

ვილა მოსავალი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1500–2000 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.

"ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კაფეტერიის მენიუთი გათვალისწინებული კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;

** კერძების დროული მომზადება, გაფორმება და გაცემისთვის მომზადება;

** პროდუქციის გემოს, ხარისხის, ვიზუალური მხარისა და პორციების კონტროლი;

** ნედლეულის მიღება, ვარგისიანობის შემოწმება და სწორად შენახვა;

** მარაგების კონტროლში მონაწილეობა და პროდუქციის რაციონალურად გამოყენება;

** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა;

** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

** სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძირითადი კულინარიული ტექნიკებისა და კერძების მომზადების ცოდნა;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;

** დატვირთულ გარემოში სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;

** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;

** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ხელზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

** კვებით უზრუნველყოფა;

** ტრანსპორტირება თბილისიდან;

** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე:. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "კაფეტერიის მზარეული".

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება

პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვილა მოსავალი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის