Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

KC99301M 13 Kas tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

მოლარე-ოპერატორი - დღის ცვლა - ნახევარი განაკვეთი

₾1200–1500 / ay Oturum açın ve başvurun

olağana göre +18% · olağan 1,140 ₾ · 135 ilan

13 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun

Sigorta · ilandaEğitim · ilanda

ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარე-ოპერატორის (ოქროს და ტექნიკის ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია) პოზიციაზე.

პირობები

  • სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი.
  • სამუშაო საათები: შესაძლებელია სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებაც.
  • შრომის ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.
  • დაზღვევა და ფიტპასი სურვილისამებრ.
  • ანაზღაურებადი სტაჟირება

ფუნქცია-მოვალეობები

  • ტექნიკის ლომბარდი ოქროს ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია.
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • მომხმარებელთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
  • უზრუნველყოფის შეფასება;
  • ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
  • მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
  • სესხის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
  • ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები ვალუტაზე

  • მოსული მომხმარებლისთვის დახვედრა და კარგი გარემოს შექმნა;
  • კომუნიკაცია მომხმარებელთან და შესაბამისი თანხის დაკონვერტირება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება;
  • კანონმდებლობის შესაბამისი იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცესების ჩატარება (საჭიროებისამებრ);
  • წესრიგის დაცვა და სამუშაო ოფისის მოვლა მოწესრიგება.

სამუშაო გამოცდილება

  • სასურველია: ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან)//ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან)/, ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს), იმ აპლიკანტების ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.)რაიმე პროფესიიდან გამომდინარე;
  • გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.

მოთხოვნა: ენები - ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე)

პიროვნული თვისებები

  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული;
  • პუნქტუალურობა;
  • საქმისადმი პატივისცემა;
  • მონდომებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა

წარსადგენი დოკუმენტაცია - CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე. თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დღის ცვლის ნახევარი განაკვეთის მოლარე.

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია

  • დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
  • დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
  • დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz